Open Air-ის გამო ლისის ტბის მიმდებარედ სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
სამი დღის განმავლობაში თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 21, 22 და 23 ივნისს იმართება.
ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, რომელიც ლისის ტბის ასახვევიდან მარცხენა მხარეს მიუყვება ტბას, სატრანსპორტო შეზღუდვები იმოქმედებს დილის 10:00 საათიდან ღამის 01:00 საათამდე.
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით, კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი, გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დაგეგმილი სქემით გააგრძელებენ“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ამ სამი დღის განმავლობაში იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსების (N107, N329 და N363) მარშრუტებიც:
- N329 ავტობუსი სოფელი თხინვალადან ონკოლოგიური კვლევითი ცენტრისკენ იმოძრავებს, ავთო ვარაზისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით;
- N363 ავტობუსი თხინვალადან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდეგ კი ფერმწერთა ქუჩაზე, ტატა თვალჭრელიძის ქუჩის კვეთასთან მოუხვევს;
- N107 კეჭაყმაძის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით.
Open Air-ი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც დედაქალაქში იმართება. ამ დროის მონაცემებით, ფესტივალისთვის თბილისის მერია დროებით მოქმედ ტრანსპორტს არ ნიშნავს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი