თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისთვის 8 ივლისიდან დაიწყება. მშობელი სისტემაში ვერ დაარეგისტრირებს ბავშვს, რომელსაც 16 სექტემბრის ჩათვლით, არ შესრულებია ორი წელი. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ:
- სოციალურად დაუცველი იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის - ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
- მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
- მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
- ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
- თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 15 ივლისს 10:00 საათზე და დასრულდება 21 ივლისის 00:00 საათზე. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება თბილისში რეგისტრირებული ბავშვების დარეგისტრირება. მესამე ეტაპი კი, რომელიც 22 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება, საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
