“დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის, ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც მთელ საქართველოს დაგვიტოვა გმირობის, თავდადების სულისშემძვრელი მაგალითი” - შალვა პაპუაშვილი
“დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის, ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, მის შთამომავლობას, მთელ საქართველოს, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულის შემძვრელი მაგალითი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შაჰის კარზე მძევლად მყოფი დედოფალი გაუმკლავდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ულტიმატუმს. მისი ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ შეძრა ვერც გამაჰმადიანების მოთხოვნამ, ვერც კათოლიკობის მიღების წინადადებამ, შვილების სიცოცხლით შანტაჟმაც კი. მან გაუძლო საშინელ წამებას და აღესრულა პირველ ქრისტიანთა მსგავსი წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულით.
წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მანათობელი ლამპარი. შეგვეწიოს მისი ლოცვა სრულიად საქართველოს!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
