ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხელფასი 45%-ით, საჯარო მოხელეებს 30%-ზე მეტით გაეზარდათ - რა იცვლება 2025 წელს
ბოლო 3 წელში, ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხელფასი 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეებს 30%-ზე მეტით გაეზარდათ - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
„ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით.
გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება.
ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა, რაზედაც მიიმართა 600 მილიონ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 8,5%),“- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
