April 19, 2025

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვარზე, საერაშორორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

მათივე ცნობით, გასულ წელს კი სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 852 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„2024 წლის 1-ელი იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის განმავლობაში 852 შემთხვევა აღირიცხა. აღნიშნული ფაქტების შემთხვევაში საქონელი გაბრუნდა უკან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, აგრეთვე დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ - აღნიშნულია წერილში.

წაკითხვა 166 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 08 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.