April 19, 2025

15-29 წლის ასაკის 576.4 ათასი ახალგაზრდიდან 26.7% დაუსაქმებელია

საქართველოში 15-29 წლის ასაკის 576.4 ათასი ახალგაზრდიდან 26.7% დაუსაქმებელია, 191.7 ათასი დასაქმებულიდან კი უმრავლესობას, 48.7%-ს, მხოლოდ სრული ზოგადი განათლება აქვს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამუშაო ძალას 15-29 წლის ასაკის სულ 261.6 ათასი ახალგაზრდა წარმოადგენს, მათგან დასაქმებულია 191.7 ათასი ადამიანი (155.0 ათასი დაქირავებით დასაქმებული, 36.7 ათასი თვითდასაქმებული), 69.9 ათასი კი დაუსაქმებელია.

რაც შეეხება 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას შორის დასაქმების მაჩვენებლებს განათლების მიღწეული დონის მიხედვით, დასაქმებულთა 6%-ს მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; 48.7%-ს სრული ზოგადი; 8.3%-ს პროფესიული; 37.0%-ს უმაღლესი 0.1% კი განათლების გარეშეა.

სტატისტიკა ასევე ასახავს უმუშევართა შორის განათლების დონის მაჩვენებელსაც - 15-29 ასაკის დაუსაქმებელი ახალგაზრდებიდან 24.1%-ს უმაღლესი განათლება აქვს; 63.2% სრული ზოგადი განათლების მქონეა; 7.5%-ს დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; პროფესიული 5.1%-ს; განათლების გარეშე კი 0.1%-ია.

წაკითხვა 191 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.