“ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ; გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა მონეტა – მასზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა” - ნათია თურნავა
“ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა”, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ისაუბრა
„ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, რომლის დიზაინიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შეიქმნა. მონეტაზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა და მოუთმენლად ველით ამ მონეტის საქართველოში ჩამოსვლას“, – განაცხადა თურნავამ.
ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადებულ მონეტებს საქართველოში უახლოეს ხანში ჩამოიტანენ. დაგეგმილია 10 ათასი ვერცხლისა და 1 500 ოქროს მონეტის გამოგზავნა.
ეროვნული ბანკი მათი გაყიდვის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას დამატებით აცნობებს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
