"ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად!" - მურმან ჯინორია
ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, - ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
მსახიობის თქმით, ახალგაზრდები იდეურები და გულწრფელები არიან.
„მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა იწყება. უნდათ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თვითონ უნდათ. იმიტომ მეცოდებიან, ყველაფერი იქითკენ, მათი სურვილებისკენ რომ არ მიდის. ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან. ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... მათი ცხოვრება უნდა იყოს სხვანაირი, აბა, ჩემი ცხოვრება აწი რაღა არის? მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ 50 წლის მანძილზე...
მინდა ჩემი ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს! კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. თუ საზღვარგარეთ ისწავლიან, აქ მოვიდნენ და თავის ცოდნა, განათლება და სიყვარული თავის ქვეყანას მოახმარონ. ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან. გაუმარჯოს ჩვენს ახალგაზრდობას! ღმერთმა სიკეთე მოგვცეს, მშვიდობიანი შობა და ახლი წელი,“ - განაცხადა მურმან ჯინორიამ ambebi.ge-სთან.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
