February 1, 2025

"სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა" - საია

მზია ამაღლობელს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები - სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა საჭირო პროცედურა უნდა შემოწმდეს, ვინაიდან თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები.

 

„მზია ამაღლობელი 21 დღეა იმყოფება სრულ შიმშილობაზე. შიმშილობის დროს სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში მოახდინოს დროული რეაგირება. შესაბამისად, მზია ამაღლობელი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო შემოწმების ქვეშ. ადვოკატების მოთხოვნა, დროულად მიგვეღო ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით დაკმაყოფილდა და მხოლოდ 31 იანვარს გადმოგვეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაცია. გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ასახავს პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის ჩატარებული სამედიცინო პროცედურების/გამოკვლევების შესახებ არსებულ მონაცემებს. სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები.

 

ამის გათვალისწინებით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე. განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.

 

განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

წაკითხვა 51 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.