"მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. ამის შესახებ არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები, სპეც-ეთერები, პოსტ-ფაქტუმი, მთავარი შაბათს, დღის სტუმარი, განსხვავებული აქცენტები, ღამის მთავარი, შენი დილა, შენი შუადღე, შენი შუაღამე, ლიტერატურული სამკუთხედი, მთავარი მსოფლიოში.
ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.
მთავარი ხართ თქვენ", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა
- მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და რა მოლოდინები გაქვთ - FirstNews.ge- ს გამოკითხვა
- "საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია"- მიხეილ სააკაშვილი
- "მოვუწოდებთ ყველა პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა"
- ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა