"ბათუმში ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას" - ლევან იოსელიანი
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია
