ნარკოდანაშაულისთვის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის, უწყების ცნობით, 12 ნარკორეალიზატორია.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.ტ., 2001 წელს დაბადებული ა.ღ., 1994 წელს დაბადებული დ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული კ.ჭ., 1998 წელს დაბადებული შ.ა. და 1998 წელს დაბადებული კ.ჭ.
ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ა.შ., 1982 წელს დაბადებული ზ.პ., 2001 წელს დაბადებული ო.ს., 2000 წელს დაბადებული მ.გ. და 1999 წელს დაბადებული ი.ო.
სიახლეები
- ტრამპი არის “ოქროს თევზი”, ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე
- "პარლამენტში თუ არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას იღებ, ეს წესის ბოროტად გამოყენებაა და ეჭვის ქვეშ აყენებს, გეკუთვნის თუ არა ეს თანხა, მით უმეტეს, თუ საბოტაჟს ეწევი" - გიორგი ვოლსკი
- "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ" - თინა ბოკუჩავა
- "ჩვენ თუ ვიყავით პრორუსულები აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც პრორუსული ყოფილა" - მარიამ ლაშხი
- "თუ რუსეთი ევროპისთვის სახიფათო არ იქნა, რაზეც შეთანხმება სურს ტრამპს, მაშინ მოსახლეობისთვის მშვიდობა უფრო მისაღები იქნება და ეს დააბრკოლებს უკრაინისთვის ომში დახმარებას ევროპის მხრიდან"- რამაზ საყვარელიძე