„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 1-2 მარტს უამინდობის გამო რამდენიმე რესი უქმდება
„საქართველოს რკინიგზა“ 1-2 მარტის განრიგს აქვეყნებს. ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რეისი.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ, 1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას:
№874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება);
ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს:
№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№682/681 ქუთაისი-ბათუმი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ“,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია
