"ალბათ, ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს" - მიხეილ რამიშვილი
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც რამიშვილი ინტერვიუში ამბობს, მას ციხით დაემუქრნენ.
მისივე განმარტებით, საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება, ახლა კი ბინის თავდაპირველი მფლობელის ნათესავები ედავებიან.
„2 მარტს ვტოვებ მე საქართველოს. ვტოვებ იმიტომ, რომ აქ მე არანაირი საშუალება არ მექნება არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ, ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც მე დღესაც ვიცავ. სადაც არ უნდა ვიყო იქიდან ჩავერთვები და სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ყველგან ჩართული ვიქნები. შეიძლება ფიზიკურად საქართველოში არ ვიყო, მაგრამ თავს მაინც დავიცავ.
მივმართავ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს, გამოყონ ჯგუფი და მოიკვლიონ ამ საქმეში გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს და თუ სამართლიანობაზეა საუბარი, შეწყვიტონ ეს თითიდან გამოწოვილი იდიოტიზმი.
მე, ალბათ, ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან არა როგორც ტურისტი, ადამიანი, რომელიც მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა... ძლივს ჩაუვარდათ შანსი, რომ ადვოკატთა კორპუსის გაშავება ჩემით დაიწყონ. ამიტომ ვტოვებ მე საქართველოს.
მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი მქონდა არაერთი მტკიცებულება - აუდიო და ვიდეოჩანაწერები, როგორ ხდებოდა ამ ბინის გასხვისება და ჩემს მიერ შესყიდვა, ხაზი გადაუსვა აბსოლუტურად და პრეცედენტადაც კი არ დაუშვა და ერთ-ერთი ხელწერილი, გარკვეული დოკუმენტაცია გადააგზავნა საგამოძიებო ორგანოში და აღძრეს საქმე”, - აღნიშნა რამიშვილმა „ფორმულასთან“ 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
სიახლეები
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
