გურიისთვის, სტიქიით წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო
მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.
გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.
განკარგულებას ხელს ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
