"ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს" - კახა კალაძე
აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ფესტივალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას და მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამს. ეს არის განახლების, სიკეთის, სიხარულის დღესასწაული. ჩვენ, ყველამ ერთმანეთს უნდა ვუსურვოთ სიხარული, სიყვარული და სიკეთე. მე, როგორც თბილისის მერი, როგორც ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ძალიან ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ როგორც თქვენ, ასევე მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ნოვრუზ ბაირამის ფესტივალი ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში აბანოთუბანში გაიმართა ერთ-ერთი მთავარი ტრადიციული ცერემონია – კოცონის დანთება. იქვეა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილია ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. ასევე, დამთვალიერებლებისთვის დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული საბრძოლო ხელოვნება, ცეკვები, მუსიკალური ნომრები.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
