კლინიკაში გარდაიცვალა 64 წლის კაცი, რომელსაც სოფელ რუისპირში პოლიციელის ბრმა ტყვია მოხვდა
64 წლის ლევან შამრელაშვილი, რომელსაც 25 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში რესტორანში ყოფნისას პოლიციელის მიერ ნასროლი ბრმა ტყვია მოხვდა თავის არეში, შემთხვევიდან ორ დღეში კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ შემთხვევაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით 26 ივნისს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბიძინა გავერდაშვილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად: "ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში".
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
