"სადგურის მოედანთან" შენობის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა
თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია - ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 15 ივლისის 00:35 წუთზე გაავრცელა.
14 ივლისს საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე 19:00 საათისთვის მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 1
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო. თუმცა, როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, მაცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია შენობის დაცლაზე, მაგრამ ყველა მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
