საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით , ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში , საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო წირვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრადიციულად, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. მრევლს წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე აქვს შესაძლებლობა მთელი დღის მანძილზე მოილოცოს აღნიშნული სიწმინდეები”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
