“ლევან გაჩეჩილაძის გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ” - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს.
ილია მეორე სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.
„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა! მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.
მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბძოლისგადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა.
ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით…
ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სიახლეები
- ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
- ზელენსკი მხოლოდ პუტინთან განიხილავს ტერიტორიების საკითხს და მხოლოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით
- ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპზე დაკისრებული 500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა
- ტრამპი აცხადებს, რომ ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
- “ტრამპის მოსვლით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა” - პუტინი