თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
დღეს და ხვალ, 20 და 21 სექტემბერს დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება. ბიუჯეტიდან დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3 439 500 ლარი დაიხარჯება. ისე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე დაიდო.
ღონისძიებების დიდი ნაწილი დაგეგმილია რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე. გაიმართება საბავშვო კონცერტები და გასტრონომიული ფესტივალი.
დღეს, 20:00 საათზე ცერემონიალების სასახლეში (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ავლაბარში) გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება - გალაკონცერტი კი ხვალ, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე („რიყის პარკში).
ვინ იმღერებს კონცერტზე უცნობია.
თბილისის მერია საახალწლო და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს ვეღარ მართავს თბილისის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველსა და რესპუბლიკის მოედანზე გასული წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციების გამო, რომლის მთავარი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების გათავისუფლება.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
