“რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა; უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა” - მეუფე იაკობი
“სულიერი ძალა არის ჯვარში”, – ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
ამასთან, მან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა.
„ჩვენი სულიერი ძალა არის ჯვარში.
რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა. საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმით, რომ 2008 წელს ევროპის თანხმობით მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
სიახლეები
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
- 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
