“ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს” - ჯანდაცვის სამინისტრო
პირველი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტებისსაბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეკლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.
„მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ.
ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690“.
სიახლეები
- “მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე” - ლევან ცუცქირიძე
- “არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე - შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება” - გიორგი ბაჩიაშვილი
- “ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს” - ირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 9 პირი
- წვიმა, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში