დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის აყვანა ცხელ კვალზე განხორციელდეს. ინციდენტი ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ელის.
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია.
“პაციენტის გადმოცემით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბსოლუტურად კონტაქტურია”, – აცხადებს ანი დალაქიშვილი.
სიახლეები
- ბანგლადეშში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
- ,,ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ყველაფერზე არსებობს ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით და სტრასბურგის პრაქტიკით არგუმენტირებული პასუხი"- შალვა პაპუაშვილი
- ჭიათურაში ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს
- „ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს” – გიორგი შარაშიძე
