” რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები მცირდება, ევროკავშირიდან და აშშ-დან კი კვლავ მზარდია” – ეროვნული ბანკი
აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.7%-ით, 321.5 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 7.8%- ით, 35.7 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 11.7%-იანი ზრდით. 16.8%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის უარყოფითი კონტრიბუცია კი აგვისტოში 0.4 პროცენტს გაუტოლდა.
„აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.9%), აშშ (18.4%) და რუსეთი (12.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.6%), გერმანიისა (9.1%) და საბერძნეთის (7.8%) მაღალი წილი“.
სიახლეები
- ,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა
