როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კრაზანამ გვიკბინა – ექიმის რჩევა
ექიმი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, თუ მას კრაზანამ უკბინა.
,,სამწუხარო რეალობა და არა პირველად – ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა ბზიკების კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.
საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!
ნუ უკიდებთ ცეცხლს ბუდეებს, იქიდან გამოფრენილი კრაზანები მეტი საფრთხეა, რის გამოც მეტია არა მარტო მათი თავდასხმის, არამედ ხანძრის გაჩენის რისკები.
ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:
1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა
• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.
2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა
• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.
3. ინტრავენური თერაპია
• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).
4. დამხმარე მედიკამენტები
• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.
5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი
• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი.
P.S. 5მლნ თითო სოფელს ვერ და 5ამპ. ეპინეფრინი მაინც დადეთ თითო სოფლის ამბულატორიაში, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი რამ იმ სოფელში“.
სიახლეები
- ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს
- ,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში"- ზვიად შალამბერიძე
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
