ჭიათურაში ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს
სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს:
,,ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით მან მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი და სკამიდან გადმოვარდა. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური.
მამაკაცი თავადვე მოუყვა ექიმს რომ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც კორონარული სტენტირება გაიკეთა და მე-3 დღეა რაც სახლში დაბრუნდა და რადგან ფიზიკურად ზედმეტად დაიტვირთა, ამის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო. ვინაიდან ანამნეზი საყურადღებო იყო, ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაციის შემდეგ ბრიგადის წევრებმა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
კლინიკისკენ ტრანსპორტირების პროცესში მამაკაცმა ისევ დაკარგა გონება და მონიტორზე ფიბრილაცია დაფიქსირდა. პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხდა გულის რითმის აღდგენა და მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა. აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით პაციენტი საჩხერის კლინიკაში იქნა გადაყვანილი”.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
