November 21, 2025

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროექტის დამფინანსებელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს.

ასევე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და  სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია (შპს „იმერმშენი“) ასრულებს. პროექტის შესაბამისად, სამუშაოები ითვალისწინებს 458.36 მ. მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას და 260 მ. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ხიმინჯებით გამაგრებას.

სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში მოხდა მდინარე ლიახვის მიმართულების შეცვლა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურებთან, გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

წაკითხვა 83 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.