როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„ქ. თბილისში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 55 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.