,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში.
ორგზის ჩემპიონი განმარტავს, რომ მან ამ სიტუაციის მოსაგვარებლად სამართლებრივ ქმედებებს უკვე მიმართა.
თოფურია აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობაზე ცრუ ცნობების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი. მათ შორის, ჩემ წინააღმდეგ ოჯახურ ძალადობაზე ყალბი ბრალდების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსურ მოთხოვნებს არ დავთანხმდებოდი. სიმართლე არა შეხედულებებს, არამედ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.
ყველა რელევანტური მტკიცებულება ფრთხილად შეგროვებული და დოკუმენტირებულია, მათ შორის აუდიო ჩანაწერებით, წერილობით გზავნილებით, მოწმეთა განცხადებებითა და ვიდეო მასალებით. ეს მასალები შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს გადაეცა სამართლებრივი დავის დასაწყებად ჩემ წინააღმდეგ გამოძალვის, მტკიცებულებების ფალსიფიცირების, თანხისა და პირადი ქონების უკანონოდ მითვისების და არაერთი მუქარის მცდელობების ბრალდებით.
თავდაპირველად, ჩუმად ყოფნის გადაწყვეტილება ჩემი შვილების დასაცავად მივიღე. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. თუმცა, გავიაზრე, რომ სიჩუმე, ასეთ პირობებში, სიმართლეს კი არ იცავს, არამედ ნარატივების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ბევრმა ადამიანიმა გამოიარა მსგავსი სიტუაცია და მართლმსაჯულების სისტემამ საბოლოოდ ფაქტები გამოაშკარავა. დღეს, მე ამ ნაბიჯს ვდგამ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არამედ იმის საჩვენებლად, რომ არავინ უნდა შეეგუოს მუქარას, მანიპულაციას და შიშს.
ვინც მე მიცნობს დაადასტურებს, რომ არასდროს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ცხოვრებისა და კარიერის მთავარი პრინციპები ყოველთვის დისციპლინა, პატივისცემა და ღირსება იყო.
მაქვს სრული ნდობა მართლმსაჯულების პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებების საფულძველზე დაადგინოს” – წერს UFC-ს ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
