,,მინ­და, ვთხო­ვო 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს – ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ღა­ლი სი­ცხის 3-4 დღი­ან პე­რი­ოდს"- ივანე ჩხაიძე

,,ამ­ჟა­მად, გრი­პის ვირუ­სის 3 სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი ცირ­კუ­ლი­რებს. ყვე­ლა­ზე მეტი – 65% არის ე.წ. ჰონგ-კონ­გის გრი­პი. თვე­ზე მე­ტია, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია იმ ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თა­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენტს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ფილ­ტვის ან­თე­ბაა”, – ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, გავრცელების მხრივ, მე­ო­რე H1N1, ანუ ე.წ. ღო­რის გრი­პია, 1% არის „ბე“ გრი­პი.

,,სა­მი­ვე ტი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­პო­ნენ­ტი შე­დი­ო­და იმ ვაქ­ცი­ნა­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იყო და 4 კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავ­და. ამ მხრივ სრუ­ლი თან­ხვედ­რაა.

გა­სულ წელს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ასე­თი სი­ჭარ­ბე თე­ბერ­ვალ­ში და­ფიქ­სირ­და, ახლა გრი­პი გა­ცი­ლე­ბით ადრე გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი ვირუ­სი, ეს ად­რე­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. მი­ზე­ზი არის ე.წ. ჰონგ-კონ­გის ვირუ­სი, რო­მელ­მაც ივ­ნი­სის თვე­ში გა­ნი­ცა­და მუ­ტა­ცი­ე­ბი, რა­მაც მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იო­ლად გა­დამ­დე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

გრი­პი გახ­ლავთ ვირუ­სი, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის. რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ი­წყოს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. პირ­ვე­ლი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კლი­ნი­კას, თვე­ზე მე­ტია გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია იმ ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თა­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენტს. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი დე­პარ­ტა­მენ­ტია, რო­მე­ლიც მმარ­თავს სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვებს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში არის გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა ფილ­ტვის ან­თე­ბის სა­ხით.

მინ­და, ვთხო­ვო 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს: ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ღა­ლი სი­ცხის 3-4 დღი­ან პე­რი­ოდს. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლია, ბავ­შვს ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი აქვს, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და საკ­ვებ­ზე უარს ამ­ბობს, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეთ ოჯა­ხის ექი­მი და მან გა­და­წყვი­ტოს, რამ­დე­ნად სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის და­წყე­ბას“, – აცხადებს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

წაკითხვა 47 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.