March 31, 2026

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა.

ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა. დამწვარია ერთი ოთახი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო, პირველადი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.