February 13, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში 14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს, დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს, დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 14-15 თებერვალს ზოგან ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წაკითხვა 72 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.