February 17, 2026

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.

შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რომლებიც ქმნიდა სურსათის დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხეს.

დარღვევების ძირითადი ტიპები:

 

  • ინვენტარისა და ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია

  • ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა

  • სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა

  • ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია

  • ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა

  • მღრღნელების არსებობა

  • რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

 ობიექტები, რომლებსაც საქმიანობა შეუჩერდათ:

 

▪️ ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი/რესტორანი
(ბერძენიშვილის ქ. N4)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა, ვადაგასული სურსათი.

 

▪️ შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი
(ლუბლიანას ქ. 19ა)
— ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა.

 

▪️ „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვება
(გურამიშვილის გამზ. 27)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, გამწოვის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა, ეტიკეტირების დარღვევა.

 

▪️ ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი
(პეკინის გამზ. 31ბ)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ეტიკეტირების დარღვევა.

 

▪️ შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი
(კოტე აფხაზის 17)
— მღრღნელები, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა.

 

▪️ Fiesta (შპს „მდ ენთერფრაისის“) – კაფე-ბარი/რესტორანი
(გ. სააკაძის ქ. 156)
— ინფრასტრუქტურისა და გამწოვის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების დარღვევა.

 

▪️ შპს „სარეია ტრეიდინგი“ – მზა კერძების წარმოება/რეალიზაცია
(პეტრე ბაგრატიონის ქ. 33)
— ინფრასტრუქტურისა და გამწოვის გაუმართაობა, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

 


 სააგენტომ ყველა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერა.
კრიტიკული დარღვევა ნიშნავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ფაქტს და ითვალისწინებს საქმიანობის დროებით შეჩერებას.

წაკითხვა 7 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.