,,ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო''-წერს შალვა პაპუაშვილი
"ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.
საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო.
მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა, ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.
დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც
მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.
და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის." | წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში
სიახლეები
- 1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს
- 23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
- მეცნიერებმა უძველეს საგანძურში კოსმოსური წარმომავლობის მეტალი აღმოაჩინეს
- “ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს” – გიორგი გაბუნია
