,,რიტორიკულად დავსვამდი კითხვას – სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არასწორი?''-მიხეილ სარჯველაძე
„რიტორიკულად დავსვამდი კითხვას – სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არასწორი? ამ შემთხვევაში პასუხი ძალიან მარტივია და საზოგადოება თავად შეაფასებს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი და ზუსტად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.
მან ხაზი გაუსვა, რომ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მთავარი მიზანი მოსახლეობის გაძლიერებაა.
„სახელმწიფო მუშაობს არა მხოლოდ შემწეობის გაცემისა და დასაქმების მიმართულებით, არამედ ოჯახების გაძლიერებაზე. მთავარი ინდიკატორია ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი კლებადია, ხოლო უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველთა გაძლიერება და ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რაც სიღარიბის დაძლევას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებას სისტემური ხასიათი ექნება.
„მნიშვნელოვანია, რომ სისტემა მუდმივად ფუნქციონირებდეს. ბაზა ცოცხალი ორგანიზმივითაა და საჭიროებს მუდმივ რეაგირებას – მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შეფასებას. ეს პროცესი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდება, შესაძლოა, დაახლოებით ნახევარწლიანი პერიოდი იგულისხმებოდეს. ამ დროის განმავლობაში დაგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც არსებით სურათს შექმნის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
