,, ოცნება ე.წ. საბოტაჟის საქმეს გაწელავს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესს დაუკავშიროს''-ეკა ბესელია

საბოტაჟის სახელით წოდებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაუგებარ ფორმულირებებს და ვერსიებს მოიცავს, გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღეს - პროცესი მთლიანად დახურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ დაესწრება, გარდა მხარეებისა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა

„მოსამართლის მხრიდან გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომლის მიმართ იყო დასაბუთებული აცილების საფუძველი. იმის ნაცვლად, რომ აეცილებინათ, საერთოდ პროცესი დახურა. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სანდოობა სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ.

 

ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტია შესაძლოა პროცესის გაწელვას ცდილობდეს. მისი არგუმენტით, პატიმრობაში მყოფ პირებს კანონით 9-თვიანი ვადა აქვთ განაჩენამდე, მაგრამ გირაოს შემთხვევაში საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 24 თვის განმავლობაში, რაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების კალენდარს.

წაკითხვა 44 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2026

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.