ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული 200 000-ზე მეტი პირის ვინაობა
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან 200 186 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს
მედიასაშუალებები დაღუპულთა სახელებს და გვარებს მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად ადგენენ საფლავების შესწავლის და საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების გადამოწმებისა და შედარების საფუძველზე.
დაღუპულთა გვარებს საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ასახელებენ რუსეთის რეგიონებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედია, სასწავლო დაწესებულებები, სადაც ეს მეომრები სწავლობდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები.
პროექტის ფარგლებში განახლებული მონაცემები დღეს, 24 თებერვალს, ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნდა.
- გასულ ერთ თვეში სია 35 ათასი დაღუპულის სახელით შეივსო.
- 2026 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, დადგენილია 2025 წლის განმავლობაში დაღუპული 49 935 მეომრის ვინაობა. უმრავლესობა მოხალისე იყო.
- 2025 წელს გამოქვეყნებული ნეკროლოგების რაოდენობა 40%-ით აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.
კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის ოლქების მიხედვით, დანაკარგი ყველაზე დიდია ღარიბ რეგიონებში და რაც უფრო ღარიბია რეგიონი, მით უფრო მაღალია დაღუპულთა რიცხვი.
მაგალითად, რუსეთის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი ყველაზე დაბალი მოსკოვშია - 5 ყოველ 10 ათას მამაკაცზე, ეკონომიკური კეთილდღეობის დაბალი მაჩვენებლის მქონე ბურიატიის რესპუბლიკაში - 27, ხოლო ტუვაში - 33.
სიახლეები
- "დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს''-შალვა პაპუაშვილი
- 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შეიჭრნენ
- ,, ოცნება ე.წ. საბოტაჟის საქმეს გაწელავს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესს დაუკავშიროს''-ეკა ბესელია
- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა
- ,,დიახ, სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო''-გიორგი გამსახურდია
