February 26, 2026

,,ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ - 40 წუთის განმავლობაში არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით''- მაკა ბოჭორიშვილი

40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მოუსმენია ის, თუ რას დაეფუძნება ეს შეფასებები.

 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

წაკითხვა 42 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2026

სიახლეები

თებერვალი 26 2026
შოკოლადის მაფინი
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.