February 26, 2026

გიორგი გამსახურდია – ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი – თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალია

თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. ოპოზიცია, არ მალავს იმას, თუ როგორ უხარიათ ეს ამბავი, ვინაიდან, ისინი ორგანულად ვერ იტანენ “იმედს”, თუმცა, ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე.


გამსახურდია სოლიდარობას უცხადებს ორივე ტელეკომპანიას.

 

“თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები.
არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს.


ბრალდების შინაარსი, თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად.


ყველაზე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ ოპოზიციას ეს ამბავი უხარია. გავიგე რომ ორგანულად ვერ იტანენ იმედს, პირველად სწორედ იმედმა შეარყია მიშას დიქტატურა, მაგრამ ასე უნამუსოდ ამის დეკლარირება?
დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე. ჩემი მხარდაჭერა იმედის და პოსტ ტვ მთელ კოლექტივს,” – წერს გიორგი გამსახურდია.

წაკითხვა 62 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2026

სიახლეები

თებერვალი 26 2026
შოკოლადის მაფინი
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.