,,რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის''- გიორგი გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიმართ მორიგ ბრალდებად აფასებს.
გამსახურდიას განცხადებით, სტეფანჩუკის წერილში „ნაცმოძრაობის“ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხება.
გამსახურდია ასევე იხსენებს ვოლინის სისხლიან სასაკლაოს, ასევე რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცედენტო დახმარებას უკრაინელების მიმართ და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხისგან ამ ყველაფრის ფონზე ბოდიშის მოხდას, ან მადლობის გადახდას არ უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება.
„ზვიადისგან მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან და დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია, გამარჯობა,ნახვამდის,მადლობა და ბოდიში. ყველაზე საზარელი საქციელია უსალმობა, უმადურობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება.
გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავჯდომარის, რუსლან სტეპანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ. ბოლო აკორდი კიდევ, საკუთარი ქვეყნის მოძულე, ფსევდო-პატრიოტი მამარდაშვილის სიტყვები იყო, რომელიც თურმე, ბატონი რუსლანის სამაგიდო წიგნი ყოფილა, თან ქართულად.''
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ზელენსკი არის უმადური ადამიანი, რადგანაც ის არ იჩენს მადლიერებას არც აშშ-ის და არც საქართველოს მიმართ, მისივე თქმით, უკრაინელი ხალხისთვის აკეთებს საქართველო ყველაფერს და ზელენსკისგან მადლობა არაფერში აღარ ჭირდება საქართველოს ხელისუფლებას.
სიახლეები
- ,,გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!"- შალვა პაპუაშვილი
- შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით მებაჟე ოფიცრებმა, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
- ზამთრის წვნიანი
- ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი „კლეფედრონი”
