მეუფე იაკობი - გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური„მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.
მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.
„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი.
პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.
მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ის პატრიარქთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან წმინდა სინოდში ის ადამიანები, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას ცდილობენ, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ ყველასთან, თუმცა მასთან არა, რადგან მას ყველა „კიდია“.
„პირდაპირ გეტყვით, მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. ვინც დავასახელე, ყველაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას ძალიან გადავუვლი თავზე. რომ ჰგონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია...დღევანდელი ხელისუფლება ვისთან მოქმედებს, იმის დოკუმენტებიც მაქვს. ვისაც საგინებელი აქვს, არამარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს