მამა პეტრე კოლხი მეორედ მოსვლის შესახებ
12 იანვრის პატრიარქის ქადაგებას, სადაც ის ბოლო ჟამის შესახებ საუბრობდა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ქადაგებას მამა პეტრე კოლხიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერს:
“მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..
მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად… არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე…
დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან…
,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი”…
ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!..
მეორედ მოსვლის ხსოვნა გვიცავს საცდურებისგან…
მკვეთრი რეაქცია კი იმას გულისხმობს, რომ ბევრს არ სურს შეახსენო, ეს ქვეყანა მარადიული არ არის, არც ჩვენ ვართ მუდმივი…
ბუნებრივია შეწუხდებიან, ეშინიათ დაგროვილი თანხა, ან სხვა დანარჩენი ქონება უპატრონოდ არ დარჩეს…
მეორედ მოსვლის ქადაგებით გაღიზიანებულები იმას რატომ ვერ ხვდებიან, გარდაცვალებაც იგივეა… არც ამ შემთხვევაში გავიყოლებთ ბინებს და აგარაკებს…
ისე, მოლაყბე კი ყველაფერზე ლაყბობს!.. ” – წერს პეტრე კოლხი
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
