დღე რომ პოზიტიური იყოს
დღე რომ პოზიტიური იყოს არ არის საკმარისი დილით კარგ ფეხზე ადგე, დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გაატარებ დღის პირველ საათებს, ამიტომ დილის რიტუალების ნუსხას შემოგთავაზებ ამ პოსტში ✅
გაღვიძებისთანავე დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და შეეცადე მათზე პასუხიც იპოვო.
- როგორ მინდა ვიცხოვრო დღეს?
- როგორი ემოციები მინდა მქონდეს დღის განმავლობაში?
- რისი რეალიზება მინდა დღეს?
აუცილებლად იპოვე პასუხი, გაიხსენე შენი ფასეულობები, მისია რომ ეს იყოს შენი საყრდენი არა მხოლოდ დღეს დილით, არამედ მთელი შენი ცხოვრება.
✅ სხეულის მოწესრიგება და ჰიგიენა, კბილების და ენის გახეხვა, კონტრასტული დუში, შეგიძლიათ სახის მასაჟი ან სურვილისამებრ კიდევ რომელიმე პრაქტიკა დაამატო.
✅ ფიზიკური ვარჯიში, ეს შეიძლება იყოს იოგა, ცეკვა, სიარული, სირბილი, ტანვარჯიში და ის რასაც შენი სხეული სიამოვნებით შეასრულებს დილას.
✅ ემოციების გავარჯიშება, ანუ ის რაც დადებით ემოციებს მოგიტანს, ეს შეიძლება იყოს ბავშვებთან ან ოჯახთან ურთიერთობა, საყვარელ ადამიანებთან საუბარი. მედიტაცია სიმღერის ან სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.
✅ დილით ტვინის გავარჯიშებაც ძალიან კარგია თემატური ლიტერატურით ან მოსმენა საინტერესო სპიკერის ან ქოუჩის.
✅ ვარჯიშები სულისთვის, ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, ლოცვა ან ძალიან მომწონს ო.გ. ტორსუნოვის პრაქტიკა «მე ყველას ვუგზავნი ბედნიერებას»
✅ აუცილებელია სასარგებლო საუზმე, რომელიც შედგება ცილებისა და ცხიმებისგან.
✅ აუცილებლად დაწერე დღის გეგმა, წერის დროს თითქოს პირობას ართმევ საკუთარ თავს და ასევე ყოველთვის შეგიძლია მიუბრუნდე ნაწერს თუ რაიმე დაგავიწყდა ან გადამოწმება მოგესურვება.✍️
✅არ დაგავიწყდეს დილის რიტუალებში სიამოვნების შეტანა, ყველაფერს, რასაც დილით შეასრულებ უნდა გესიამოვნოს, თუ იოგა ან სირბილი არ გსიამოვნებს, ნუ დააძალაბ თავს. 15 წთ. გაწელვები გააკეთე. თუ შვრია არ გსიამოვნებს, ნუ შეჭამ, შეცვალე სხვა უფრო სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო მარცვლეულით.
თუ პოსტი მოგეწონა გაუზიარე მეგობრებს
შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება მეტ ადამინს სიხარული ყოველდღე.
მარინა კვატაია
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი