ემუქრება თუ არა პანდემიის გამო საფრთხე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს

“წელს აღდგომას იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიუტუალის ჩატარებას შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნას.

მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. იერუსალიმის საპატრიარქო ცერემონიალის დახურულ სივრცეში, მრევლის გარეშე, მხოლოდ მხოლოდ უმაღლესი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩატარებას განიხილავს. რუსული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, არც იმას გამორიცხავს, რომ წელს რიტუალი საერთოდ არ ჩატარდეს. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით ისიც უცნობია, გაემგზავრება თუ არა 18 აპრილს ქართული დელეგაცია იერუსალიმში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა საფრთხე ემუქრება მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს კორონავირუსის გამო.

 

 

“საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ არაფრის თქმა შეუძლია, მეუფე მიქაელის თქმით კი აღდგომამდე ერთი თვეა დარჩენილი და გარკვეული ცვლილებების განხილვის დრო ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება მდგომარეობას ისრაელში, ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, იქ სულ 196 ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით. დაწესებულია სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი ქვეყანაში შემსვლელი ნებისმიერი პირისათვის მისი მოქალაქეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 აპრილს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები, თუკი რიტუალი მაინც ჩატარდა, ისრაელში მინიმუმ 4 აპრილს უნდა ჩავიდნენ, რადგან მხოლოდ ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ მიეცემათ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. გარდა ამისა, ისრაელში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებები, სადაც შესაძლოა ერთდროულად 5 ათასი ან მეტი ადამიანის შეკრება მოხდეს. სააღდგომოდ კი იერუსალიმის ქუჩები, როგორც წესი, სავსეა მომლოცველებით და ხშირია მასობრივი შეკრებები, მაგალითად, მორწმუნეთა მსვლელობები წითელ პარასკევს გოლგოთისაკენ. ეს აკრძალვა 23 მარტამდეა შემოღებული, თუმცა, ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა ისრაელის ხელისუფლებამ მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“რაც შეეხება თავად წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, იერუსალიმის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ რიტუალი სავარაუდოდ მაინც ჩატარდება, ოღონდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით. ამასთან დაკავშირებით რუსულ სააგენტო “სპუტნიკს” იერუსალიმის საპატრიარქოს იღუმენია ევგენიას სიტყვები მოჰყავს: “დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვგონია, რომ 18 აპრილამდე ისრაელმა ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. თუმცა ეს ცერემონია ყველა შემთხვევაში ჩატარდება, ოღონდ მიღებული იქნება გამკაცრებული ზომები. პატრიარქი ამ ცერემონიას მაინც ჩაატარებს, თუნდაც მას მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწროს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 597 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.