„სტამბულშიც ცუდი მდგომარეობაა, კორნავირუსის გამო დიდი არეულობა და შიშია“-ქართველი ემიგრანტი
თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 293-ით გაიზარდა და ჯამში, დადასასტურებული შემთხვევების რიცხვმა 1 529-ს მიაღწია.
ფაჰრეთინ კოჯამ ახალგაზრდებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, დაინფიცრებისგან დაზღვეულები არც ისინი არიან.
„გაუფრთხილდით სიცოცხლეს, მოერიდეთ სარისკო ადგილებს, ნუ წაიღებთ რისკს სახლში. დარჩით შინ,“ - წერს ჯანდაცვის მინისტრი.
“ამჟამად სტამბულშიც ცუდი მდგომარეობაა კორნავირუსის გამო, როგორც მთელს მსოფლიოში, აქაც დიდი არეულობა და შიშია,”- ამის შესახებ FirstNews.ge - თან საუბარში სტამბულში მცხოვრები ქართელი ემიგრანტი ქეთევან ბიგანაური აცხადებს.
ქეთევანი უკვე 10 წელია სტამბულში ცხოვრობს. ქ.თუზლაში, ერთ-ერთ ოჯახში დიასახლისად მუშაობს. ის ფეისბუქზე ჯგუფის - „სტამბულის ქართველობა სიკეთე გადამდებიას” - ადმინისტრატორია, სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმუჭად არიან შეკრული და ეხმარებიან ადამიანებს, სხვადასხვა ქველმოქმედების მიზნით.
კითხვაზე: - რა ხერხებს მიმართავს თურქეთის ხელისუფლება, რომ უფრო მეტად არ გავრცელდეს კორონავირუსი?
გვპასუხობს:
- თურქეთის ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს, იმისათვის რომ დაცული იყოს მისი ყველა მოქალაქე. დაიხურა სამსახურები და მოუწოდებენ ყველას თვითიზოლაციაში იყვნენ, რათა მათი სიცოცხლე უსაფრთხო იყოს. ხდება სადეზინფექციო დასუფთავება ქუჩებსა და ორგანიზაციებში.
მაქსიმალურად კონტროლდება შემოსვლები საზღვარგარეთიდან და ბოლო მონაცემებით უკვე ჩაიკეტა საზღვრები... დანარჩენზე კი სამედიცინო სფერო და პოლიცია მუშაობს.
- თქვენი აზრით რატომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად მსოფლიოში და ასევე თურქეთში?
- უპირველესად ავღნიშნავ იმას, რომ მართმადიდებელი ერი ვართ და ეს განსაცდელი უფლისგან იყო დაშვებული, რადგან მეტად დავფიქრდეთ, კაცობრიობაც დაიღალა...
დამძიმდა დედამიწა ცოდვებისგან, მეტად უნდა მოვექცეთ რწმენაში და სულიერი საზრდო მივიღოთ...
რაც შეხება სწრაფ გავრცელებას ბუნებრივი იყო, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით ხდებოდა ადამიანების დაინფიცირება. თავის დროზე, რომ საჭირო ზომები მიეღოთ, ვფიქრობ, არ გავრცელდებოდა. მალევე უნდა ჩაეკეტათ საზღვრები, როგორც ახლა მოუწოდებენ - „დარჩით სახლში” და დაიცავით თქვენი სიცოცხლე და ასევე გარშემომყოფების...
ვირუსის კერა წარმოიქმნა და ფაქტია მედიცინაც არ იყო მზად... ვფიქრობ, რომ ეს უფლის გამოცდაა და ყველაფერს კარგად გადავლახავთ ქრისტიანი ერი, რადგან ჩვენ დიდი რწმენა გვაქვს და უფლის გვწამს. ყველაფერი დალაგდება და სიმშვიდე დაისადგურებს ყველგან.
- რამდენად დაცულად გრძნობთ თავს?
- პირადდ მე დაცულად ვგრძნობ თავს, ოჯახში ვმუშაობ. შაბათ - კვირას გასვლა აიკრძალა და ხალხმრავალ ადგილებში არ მიწევს ყოფნა. პირადად მე არც შიშს ავყოლილვარ და არც პანიკაში ჩავვარდნილვარ. ყველაფერი უფლის ნებაა, უფალმა მომავლინა და უფლის გადასაწყვეტია იმ ქვეყნად მასთან როდის წავალ... უფლის იმდენად მწამს და მჯერა - არ მეშინია. ასევე მყავს 11 წლის შვილი, გოგო - სახელად ანანო და დედაჩემი ზრდის საქართველოში. ყოველდღე მაქვს კონტაქტი. ყოველდღე ვამშვიდებ ჩემებს, რომ არ აყვნენ პანიკას.
- გაქვთ თუ არა ფინანსური რესურსები, იმისათვის, რომ დარჩეთ სტამბულში, ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- ფინანსებს რაც შეეხება ჩემი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ეს წყაროა. აქ ვმუშაობ და საქართველოში ვაგზავანი თანხას. ასე ვინახავ ჩემს შვილსა და ოჯახს. რა თქმა უნდა, როცა დრო მოვა და ჩემს მიზნებს მივაღწევ და შვილის მომავლისთვის ყველაფერი მექნება, აუცილებლად დავბრუნდები ჩემს მიწა წყალზე, მონატრებულ ოჯახში. ეს ჩემი დიდი ოცნება: -ოდესმე სამუდამოდ დავბრუნდე ჩემს საქართველოში.
სადაც არუნდა წავიდეთ ემიგრანტები, ბოლოს ჩვენი მიწა და ოჯახი მაინც საქართველოა.
ყველა ემიგრანტის ოცნებაა, რომ საქართვეოში დაბრუნდეს, თუმცა იქ არ არისფინანსები, რომ ვარჩინოთ ოჯახები და შვილის მომავალ გეგმებზე ვიფიქროთ. მე საქართველოში წინ ვერ წავალ ფინანსურად და შვილს ცხოვრებას ვერ მოუწყობ, რადგან ჩვენს მთავრობას მასე არ აქვს დალაგებული საქმე. ჩემს ფინანსებსა და შემოსავალს აქ ვხედავ - ემიგრაციაში. მადლბა უფალს, რომ შემიძლია მუშაობა და შემიძლია ოჯახის რჩენა. მადლობა უფალს, რომ მოვხვდი კარგ ოჯახში და ვმუშაობ მათან. ამ ოჯახში გავიზარდე თითქმის, 10 წელი ცოტა არაა, უკვე საკუთარი ოჯახი მგონია. მაჩუქეს მშობლების სითბო და სიყვარული და ბევრჯერ, როცა გამიჭრდა გვერდით დამიდგა.
FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"