მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რეანიმაციაშია - მდგომარეობა კრიტიკულია
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დრომდე ექიმებმა მისთვის დიაგნოზის დასმა ვერ მოახერხეს. თავდაპირველად ეჭვი ფილტვის სიმსივნეზე იყო, მოგვიანებით კი ტუპერკულოზს ვარაუდობდნენ. თუმცა 9 თვეა მომღერალს ისრაელში დიაგნოზი ვერ დაუსვეს. როგორც მომღერლის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა და ის რეანიმაციაში მოათავსეს.
როგორც ზურას მეგობრები წერენ, ცოტა ხნის წინ ექიმებმა ეჭვი კვლავ სიმსივნეზე მიიტანეს თუმცა დაზუსტებით ვერც ამ დიაგნოზზე საუბრობენ.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
