"ექსტრაორდინალური პირობების შემდეგ“- Landscape Architecture Magazine თბილისის არქიტექტურის შესახებ
აშშ-ის ჟურნალ „ლანდშაფტური არქიტექტურის“ («Landscape Architecture Magazine») ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ექსტრაორდინალური პირობების შემდეგ“, რომელშიც თბილისის არქიტექტურის, ახალი პროექტებისა და დასასვენებელ-გასართობი პარკების მოწყობის საკითხებია განხილული.
პარალელურად ასახულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ: მიღებული ზომები, ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და ა.შ. ერთმანეთთანაა შედარებული აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ის მდგომარება „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პირობებში (ავტორი - სარა ქაულსი).
პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოს დედაქალაქის განაშენიანების საკითხებს - „მზიურის“ პარკის კეთილმოწყობას, კეიტპარკების შექმნას. ავტორი ეხება როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდში თბილისის არიქტექტურას და მშენებლობას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ადრე მშენებლები კორპუსებს შორის უფრო მეტ სივრცეს, მეტ მწვანე საფარს ინარჩუნებდნენ, ვიდრე დღეს, როცა ყველგან კორპუსებია ჩადგმული, მდინარის კალაპოტშიც კი.
როგორც ავტორი თვლის, მშენებლობის ბუმი, რომელიც თბილისში დღესაც გრძელდება, მიხეილ სააკაშვილის რეფორმისტული კურსის მემკვიდრეობას წარმოადგენს. მისი მთავრობის დროს საქართველოს დიდი ქალაქების სახე შეიცვალა, საბჭოური ერთფეროვანი შენობები სუპერთანამედროვე მინა-ბეტონის ცათამბჯენებმა შეცვალა, რომლებშიც სასტუმროები, სუპერმარკეტები და ოფისებია განლაგებული. დღევანდელი მმართველი პარტიაც ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარების სფეროში, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელებულია, ამჟამინდელი კორონავირუსის პანდემიის შედეგები კი ქვეყნის ეკონომიკაზე მტკივნეულ გავლენას ახდენს“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას აქტიურად ცდილობს.
როგორი იქნება საქართველო ექსტრაორდინალური პირობების შემდეგ? ავტორს იმედი აქვს, რომ ქვეყანა შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://landscapearchitecturemagazine.org/2020/07/07/after-extraordinary-conditions
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო