"მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება შეიძლება საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით ჩავანაცვლოთ"
მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სოფლის მეურნეობის დარგში სამუშაო ძალის საჭიროება ჩნდება, რაც დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
„სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაო ძალის ორგანიზებულად გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად ხდება, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენა მოხდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას ახდენს, განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც სეზონური დასაქმების საშუალებებია. ვხედავთ, რომ ძალიან ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავება, ატმის კულტურას ეხებოდა ეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება ქვეყნის ყველა კუთხეში. მოსავლის აღების და დაბინავების ძალიან ინტენსიური სეზონი გვექნება კახეთში, რაც უკავშირდება რთველს. ამის შემდეგ სამუშაო ძალის საჭიროება შიდა ქართლში გვექნება. ჩვენი მოლოდინით მოსავლის წარმატებით დაბინავება გვექნება, იგივე, თხილის კულტურაში და მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში ბოლო წლებში მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ გაზრდილია,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
