"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო"
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ არიან დაშავებულები და ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან მათი სიცოცხლისთვის.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.
ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას”, - წერს გიორგი გახარია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
